15:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 09:39:23, 626 ნახვა

სამართალი
კახა კახიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნორმის კონსტიტუციურობას და არა ერთი პირის პატიმრობის კანონიერებას

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივი აღსრულების პროცედურაზე, საზოგადოებისთვის დამატებით განმარტებას აკეთებს.

„ჩვენ საქმე გვაქვს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებასთან. ასეთი რამ საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნორმის კონსტიტუციურობას და არა ერთი კონკრეტული პირის პატიმრობის კანონიერებას. რათქმაუნდა, გაცილებით ადვილი იქნებოდა თუ ხელთ გვექნებოდა სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც თეთრზე შავად ეწერებოდა, რომ კონკრეტული პირი არის უკანონო პატიმარი. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია წარიმართებოდა დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურა. მაგრამ ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კონრეტულად ერთი ბრალდებულის პატიმრობის კანონიერებაზე და ვერც იმსჯელა, არამედ მან იმსჯელა ნორმის კონსტიტუციურობაზე, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება: პირველი - ამ სარეზოლუციო ნაწილის შესწავლა, მეორე - იმის გამიჯვნა, თუ რომელ ნორმაზეა საუბარი, მესამე - დაუყოვნებლივი მითითების გაცემა, რომ დაწესებულებების დირექტორებმა დაიწყონ იმ პატიმრების საქმეების შესწავლა, რომელთაც შეიძლება შეეხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომაც ხდება, ერთის მხრივ, იურიდიული დეპარტამენტისადმი დავალების გაცემა დასკვნისთვის და მეორეს მხრივ, პენიტენციური დეპარტამენტისთვის მითითების მიცემა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს ყველა დაწესებულებას და შესაბამისმა თანამდებობის პირებმა დაიწყონ იმ პატიმრების პირადი საქმეების შესწავლა, რომელთა მიმართაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება, იმისთვის რომ მოხდეს კანონით დადგენილი წესით მისი აღსრულება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი დაწესებულებების ხელმძღვანელების მეირ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას მკაცრად გააკონტროლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics