15:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 10:12:48, 606 ნახვა

სამართალი
შსს-მ დევნილთა მიმართ თაღლითობის მცდელობის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნილთა მიმართ თაღლითობის მცდელობის ფაქტი აღკვეთა.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული მაია ტ. და 1969 წელს დაბადებული ლალი კ. დააკავეს, ხოლო 1968 წელს დაბადებული მანანა მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, ვითომდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შესაბამისი ქულების მომატების სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აფხაზეთიდან დევნილი პირებისგან თანხების თაღლითურად დაუფლებას ცდილობდნენ.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მისთვის ბინის მიღებისთვის საჭირო ქულების მომატება. დაკავებულებმა, ბინის მიღების კანდიდატთა სიაში ჩასმის სანაცვლოდ, დევნილ ქალბატონს 6 000 აშშ დოლარი გამოართვეს, რის შედეგადაც დაზარალებულს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ლალი კ-ს პირადი ჩხრეკისას 1000 აშშ დოლარი, მანანა მ-ს პირადი ჩხრეკისას 6000 აშშ დოლარი, ხოლო მაია ტ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 3000 აშშ დოლარი ამოიღეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics