2015-09-11 14:06:34, 723 ნახვა
სამართალი
პოლიციელებსა და მევენახეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას, რამდენიმე პირი დააკავეს
კახეთში პოლიციელებსა და მევენახეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 4 პირი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. კახეთში გლეხებს თელავი-გურჯაანის ცენტრალური მაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ და სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მინისტრი ამბობს, რომ ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს. ამჟამად თეთრი ყურძნის ფასი 60 თეთრია, ხოლო საფერავი 85 თეთრი ღირს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან