|
2020-05-02 15:11:12, 17791 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირი კლინიკაში გადაჰყავთ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირი კლინიკაში გადაჰყავთ. როგორც რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა, მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა. „გუშინდელი ინციდენტი ამოწურულია, ათივე ინფიცირებული პირის გამოყვანა მოხერხდა. პროტესტის მიზეზი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებს პრაქტიკულად არც ერთს არ ჰქონდა სიმპტომი, თავს არ მიიჩნევენ დაავადებულად. მათ ქონდათ გარკვეული პროტესტი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე“, -განაცხადა გოგი მეშველიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, პირველ მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა. კერძოდ, კორონავირუსით ინფიცირებული პირების გადასაყვანად მისული მედიკოსებს ჯგუფს დაუპირისპირდნენ. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)