|
2020-04-16 13:05:40, 9495 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 24 პაციენტის პასუხი უარყოფითია
კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 24 პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთის პასუხს დღის განმავლობაში ელოდებიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 46 პაციენტი იმყოფება, საიდანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. „25 სინჯი იყო გაგზავნილი pcr კვლევაზე, 24 პასუხი მოსულია და ყველა უარყოფითია. ერთი პაციენტის კვლევა გრძელდება. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. მძიმე პაციენტი ასაკიანი ქალბატონია, არის პნევმონიაა, სეპტიური მდგომარეობა და პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. გადაყვანილი იქნება ზოგადი პროფილის კლინიკაში. მასთან პასუხი უარყოფითია. კლინიკიდან ის პაციენტები ეწერებიან, რომლებსაც მხოლოდ ტემპერატურული რეაქციები – 37,1; 37,2 აღენიშნებათ, რომლებთანაც არ იქნა ნანახი ინფექციის წყარო და კერა, პლიუს კოვიდდაავადება გამორიცხა“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)