13:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 12:19:39, 10881 ნახვა

ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქობულეთის კლასტერს კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა.

მისი თქმით, ინფიცირებული პირები ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გადმოჰყავთ.

„გუშინ მოვიძიეთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტირებული პირი. ესენი არიან დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები, ოჯახური კონტაქტები და არა სამედიცინო პერსონალი. მათგან 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში 8 ადამიანს აუღეს და 6 შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება, „მედალფაში“ მოთავსებულ სხვა პაციენტებს, კლინიკაში ამ ეტაპზე 14 დადასტურებული შემთხვევაა. კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, როგორიც იყო. ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და შედარებით მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ერთ პაციენტთან დაკავშირებით ველოდებით განკურნებას და განმეორებით ტესტირების ანალიზს დღის განმავლობაში, რომლის პასუხიც ხვალ დილით იქნება“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics