01:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 16:20:11, 862 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: 1993 წლიდან ჩვენამდე დევნილებისთვის არცერთი ბინა არ აშენებულა

„1993 წლიდან ჩვენამდე დევნილებისთვის არცერთი ბინა არ აშენებულა“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

სუბარის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი, ვისაც ბინა ეკუთვნის-მიიღებს, თუმცა ეს რიგოთობის დაცვით მოხდება.

„თბილისში არც ერთი ბინა არ აშენებულა 1993 წელს.  პირველი შესახლებები რომ მოხდა იმის შემდეგ,  პირველად ჩვენ დავიწყეთ ძალიან ფართომასშტაბიანი მშენებლობები. ბინას ყველა მიიღებს, ვისაც ეკუთვნის, ოღონდ რიგითობა კანონით იქნება დაცული. ვერანაირი აქციებით ვერ მოახდენენ ზეგავლენას ამ რიგითობაზე. ნებისმიერი რიგითობის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ ვიღაც უფრო გაჭირვებული  დაიჩაგრა. ვერ დავჩაგრავთ ვერავის იმის გამო, რომ ვიღაცას აქციის მოწყობის სურვილი უჩნდება“,-განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics