06:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 17:37:14, 851 ნახვა

სხვადასხვა
მე დამპატიჟეს ჩემი ცოლი არა - დავით მაღრაძე დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს არ დაესწრება

პოეტი დავით მაღრაძე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ სამთავრობო მიღებასა და კონცერტს არ დაესწრება.

დავით მაღრაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ მასთან ერთად მის მეუღლეს დაგეგმილ ღონისძიებებზე მოსაწვევი არ მიუღია. „მე საქართველოს რიგითი მოქალაქე და საქართველოს ეროვნული ჰიმნის ტექსტის ავტორი არ ვიღებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევას დამოუკიდებლობის დღის აღსანიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ სამთავრობო მიღებასა და კონცერტზე. რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოს ჰყავს უკულტურო კულტურის მინისტრი, რომელმაც სამწუხაროდ, არ იცის რომ ასეთი მნიშვნელობის დღესასწაულზე მეუღლესთან ერთად უნდა დაპატიჟონ ხელოვანი ადამიანები. რადგან ასეთი მნიშვნელობის დღესასწაულები ოჯახებთან ერთად აღინიშნება. ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, ვიზეიმებ ჩემი სამშობლოს დამოუკიდელობის დღეს, მაგრამ ვინაიდან მოწვევა მოვიდა მხოლოდ ჩემზე, არ ვიღებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics