12:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 11:28:42, 597 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანის შეფასებით, ორდერის გარეშე საგამოძიებო მოქმედება ადამიანის უფლებებს არღვევს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ჩხრეკის ორდერის გარეშე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაა.
ამის შესახებ წულუკიანმა „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.
მინისტრი მოხარულია, რომ პარლამენტი, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ აღნიშნულ ცვლილებას აღარ განიხილავს.
„ეს ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტს, რომელიც ამბობს, რომ საცავში, საცხოვრისში სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის  მიერ შეღწევა, კანონით მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული. უნდა იყოს სამართლებრივი საფუძველი, სადაც არგუმენტები იქნება ჩამოწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 და მე–8 მუხლების დარღვევა“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა  მანანა კობახიძე, დავით საგანელიძე, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტს განსახილველად „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ შესახებ კანონპროექტი წარუდგინეს.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად  გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ჩხრეკის ორდერი აღარ გაიცემოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics