13:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 18:47:03, 756 ნახვა

რეგიონი
ქობულეთი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობით სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გაეცნო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ ჩოლოქის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა.მათივე ცნობით, აღნიშნულ ადგილებში წყლით მომარაგების სისტემა აქამდე არ არსებობდა.

მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა ასევე ფიჭვნარის ტურისტულ ზონაში მიმდინარე სპორტული მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადაც დაგეგმილია საფეხბურთო, ასევე კალათბურთისა და ფრენბურთის სტადიონების მოწყობა, რომლის განხორციელებისთვისაც 462 190 ლარია გათვალისწინებული.

დასასრულს, არჩილ ხაბაძე ქობულეთის ავტო და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო რკინა-ბეტონის ახალი სანიაღვრე არხები, უსაფრთხოების კუნძულები ბორდიურებითა და დეკორატიული მოაჯირებით. გზის სავალ ნაწილზე კი დაიგო ბეტონის საფარი, ხოლო ბორდიურებზე და ტროტუარებზე მიმდინარეობს დეკორატიული ფილების დაგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მწვანე ზოლი და განათება.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ჯი-ლაინი" აწარმოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 528 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics