15:12 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 11:33:41, 928 ნახვა

მსოფლიო
ლენინგრადის რეგიონში დრონებმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს

26 მარტის ღამეს, დრონებმა თავს დაესხნენ რუსეთის ლენინგრადის ოლქს, სადაც მდებარეობს კირიშინეფტეორგსინტეზის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

ამის შესახებ რამდენიმე რუსულმა წყარომ განაცხადა, მათ შორის არიან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო, ტელეგრამარხები Astra, Exilenova+, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

 „ლენინგრადის ოლქში 20-ზე მეტი დრონი განადგურდა. შეტევა კვლავ მოგერიებულია კირიშის რაიონში. ზიანი მიადგა ინდუსტრიულ ზონას. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“. -თქვა გუბერნატორმა

 როგორც Astra იუწყება ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, დრონებმა თავს დაესხნენ KINEF-ს, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

ის აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, ნავთს, მაზუთს და ნავთობქიმიურ პროდუქტებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რუსეთის რეგიონების თავზე სულ 125 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

KINEF-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა 2026 წლის 8 მარტს განხორციელდა. იმ დროს, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთი ავზის გარე სტრუქტურა დააზიანა.
ასევე, 25 მარტის ღამეს, რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქი მასიური დრონებით თავდასხმის ობიექტი გახდა, რამაც უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics