00:11 - 12 Apr, 2026
|
2025-06-27 12:11:57, 1745 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 363 დრონით და 8 რაკეტით შეუტია
რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 363 დრონით, Х-47 М2 „კინჟალის“ ტიპის ორი აერობალისტური რაკეტით და „კალიბრის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 365 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „პირდაპირი დარტყმები დაფიქსირდა 3 ლოკაციაზე, განეიტრალებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა კი - 8 ლოკაციაზე“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის მთავარი მიმართულება ხმელნიცკის ოლქის ქალაქი სტაროკონსტანტინოვი იყო. დრონები რუსებმა ქალაქებიდან: კურსკიდან, შატალოვოდან, ორიოლიდან, ბრიანსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს, „კინჟალები“ რუსეთის ფედერაციის რიაზანის ოლქიდან და „კალიბრის“ რაკეტები - კასპიის ზღვის აკვატორიიდან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)