2023-04-18 17:53:21, 1586 ნახვა
სპეციალური ანონსი
ბათუმში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რენტგენოსკანერის გადაცემის ცერემონია გაიმართება
ბათუმში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რენტგენოსკანერის გადაცემის ცერემონია გაიმართება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება ხვალ, 19 აპრილს არის დაგეგმილი.
"19 აპრილს, 16:30 საათზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთობლივი პროექტის (EXBS) ფარგლებში, გაიმართება რენტგენოსკანერის გადაცემის ცერემონია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),