17:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 21:27:00, 2223 ნახვა

სპორტი
უეფა-მ გურამ კაშია ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩისთვის დააჯილდოვა

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე გურამ კაშიას საგანგებო ჯილდო გადაეცა – უეფა-მ „ჯვაროსნების“ კაპიტანს ეროვნულ გუნდში ჩატარებული 100 მატჩისთვის დააჯილდოვა.

პირველი არხის ცნობით, ნორვეგიასთან შეხვედრა გურამ კაშიასთვის ნაკრებში ჩატარებული 103-ე შეხვედრა იყო და ამ მაჩვენებლით ის ეროვნული გუნდის რეკორდსმენია – გუნდის წინა კაპიტნებმა, ლევან კობიაშვილმა და ჯაბა კანკავამ 100-100 მატჩი ჩაატარეს.

გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში ჩატარებულ 103 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

2018 წელს უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. გურამ კაშიას ჯილდო, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფას პრეზიდენტისგან მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics