21:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-02 12:23:53, 830 ნახვა

მაიკლ კარპენტერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს შეფასებას სამართლიანს უწოდებს

 „პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს შეფასებას სამართლიანს უწოდებს.

მაიკლ კარპენტერი იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის შემდეგ მთავრობებს ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ.

„როგორც ჩანს, ეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი შეფასებაა. იმედი მაქვს, რომ აშშ-სა და საქართველოს შემდეგ ადმინისტრაციებს საშუალება ექნებათ გააძლიერონ ურთიერთობები“, – წერს კარპენტერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" და საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას აზიარებს.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და საქართველოში მიმდინარე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics