16:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 14:08:56, 6374 ნახვა

სხვადასხვა
კორონავირუსმა მუტაციის შედეგად უფრო აგრესიული ფორმა მიიღო

ახალმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და უფრო აგრესიული ფორმა მიიღო.

მეცნიერების თქმით, კოვიდ19 ორ ძირითად მიმართულებად ე.წ  „L” და „S” ტიპებად განვითარდა.

მათივე თქმით, „S” ანუ კორონავირუსის ძველი ტიპი შედარებით მსუბუქი ფორმისაა და ნაკლებად ვრცელდება. რაც შეეხება „L” , ანუ განვითარებულ ვარიანტს, ის გაცილებით აგრესიულია და სწრაფად ვრცელდება.

მეცნიერები საუბრობენ იმაზეც, რომ დღეს  „L” ტიპით  ინფიცირებულთა რაოდენობამ 70% შეადგინა.

21 იანვარში აშშ-ში დაინფიცირებული ადამიანის მაგალითმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ადამიანი ერთდროულად ორივე სახის კორონავირუსით დაინფიცირდეს.

მათივე თქმით, კორონავირუსის მუტაციურმა ფორმამ შესაძლოა ვაქცინის შექმნას ხელი შეუშალოს.

ექიმი სტეფან გრიფინის თქმით, ვირუსის „L” და „S” შორის განსხვავებულია ერთ-ერთი პროტეინი, რომელსაც უწოდეს „spike“. მისივე თქმით, ეს პროტეინი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ვირუსის განვითარებაში და ვაქცინის შექმნისას სწორედ ამ პროტეინზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.

კორონავირუსი მუტაცია მოწმობს, რომ ვირუსი ადაპტაციას მარტივად ახერხებს და უმჯობესდება, ხოლო მისი გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე უფრო მარტივი ხდება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე კორონავირუსი ძირითადად ცხოველებში გვხვდებოდ და ცხოველიდან ადამიანს გადაეცემოდა.

ამ ეტაპზე 35 ლაბორატორია და ინსტიტუტი მუშაობს ვაქცინის შექმნაზე და როგორ მეცნიერები იუწყებიან მომდევნო თვიდან ვაქცინას ადამიანებზე გამოცდია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics