20:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 13:23:16, 637 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ 10 მილონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო

„საქართველოს ბანკმა“  10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მიღების შესახებ განაცხადა.

დაფინანსება, ოპეკის საერთაშორისო განვითრების ფონდმა (OFID-მა) „საქართველოს ბანკს“ ვაჭრობის დაფინანსებისთვის გამოუყო.

„აღნიშნული დაფინანსებით, საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას და გაფართოვებას საქართველოში. ვაჭრობის დაფინანსება, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, საქართველოს ბანკი კი ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ბანკია, როგორც კორპორატიული, ასევე იურიდიული მომხმარებლების კუთხით, რომელიც აქტიურად განაგრძობს ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, ვაჭრობით დაფინანსების მიმართულებით“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ცნობისთვის, OFID-ი, ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდია, რომელიც OPEC-ის სტრუქტურაში შემავალი წევრების მიერ 1976 წელს დაარსდა, განვითრებადი ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით. OFID-ი თანამშრომლობს განვითარებად ქვეყნებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს და დაეხმაროს, განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკის ზრდის კუთხით. ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებით, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით და ვაჭრობის დაფინანსებით. OFID-ი ფოკუსირდება სწორედ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: კვება, ენერგია, სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე ჯანმრთელობის დაცვა და განათლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics