16:41 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 17:19:15, 893 ნახვა

რეგიონი
ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის,   ადგილობრივი თვითმმართველობის, "არტსტუდიო-პროექტისა“ და  ,,გეოგრაფიკის“ წარმომადგენლები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ტრასების  დაგეგმარების  სპეციალისტ-ექსპერტები სამუშაო ვიზიტით ბახმაროში იმყოფებოდნენ, სადაც ზამთრის პირობებში, არსებული დასაგეგმარებელი ტერიტორია დაათვალიერეს და საექსპერტო შეფასებები გააკეთეს.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებაზე ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კერძო და საჯარო უწყებებთან ერთად მუშაობს.

სპეციალისტების ერთმა ჯგუფმა დასაგეგმარებელი ტერიტორიები, ასევე პანორამული გადმოსახედი ადგილები დაათვალიერა და ზონირებისა და განაშენიანების რეგულირების კონტექსტში შეაფასა. პარალელურად, სპეციალისტების მეორე ჯგუფმა, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სამთო-სათხილამურო ტრასების, გაუკვალავ თოვლში სრიალის (ჰელისკის) და ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობების  ანალიზის მიზნით, შვეულმფრენით შემოგარენი მთების, ხეობებისა და ფერდობების დაზვერვა-შეფასება განახორციელა. ამავე მიზნით თხილამურებით ათი  საექსპერტო დაშვება განხორციელდა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ერთანეთში ინფორმაცია გაცვალეს და ბახმაროს განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ბახმაროში ჰელისკის განვითარებაზე მომუშავე  შვეიცარიელმა ინვესტორმა და მისმა ადგილობრივმა პარტნიორებმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №317 განკარგულების ,,ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  გამოაცხადა კონკურსი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე.

კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს ,,არტსტუდიო-პროექტმა"  უკვე დაასრულა და  სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეათანხმა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მესამე ეტაპის სამუშოებზე, რაც ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას გულისხმობს.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics