01:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 13:52:43, 1241 ნახვა

ეკონომიკა
Kaya Group-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქული კომპანია Kaya Group-ის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრისას Kaya Group-ის საინვესტიციო პროექტის შესახებ ისაუბრეს. თურქული კომპანია საქართველოში ტექსტილის ბიზნესის წარმოებას და პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს გეგმავს.
პრემიერმა პოტენციურ ინვესტორებს  საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოს გავლენიან რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.
პრემიერმა შეხვედრისას ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველო-თურქეთის მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებზე.
„გვჯერა, რომ ერთობლივი პროექტები გააფართოებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს მომავალ წლებში და აღმოაჩენს ბიზნესთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ Kaya Group-ის მიერ დაგეგმილი პროექტი წარმატებით განხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics