10:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 15:18:00, 381 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების საქმეთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კუდრეთ ბულბულსა და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრეს და მუსულმანი მესხების რეპატრიაციის საკითხი განიხილეს. 

სუბარის განცხადებით, 2014 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დამტკიცდა „ყოფილი სსრკ-ის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია“ და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. სტრატეგიის მიზანია დაბრუნების პროცესის გაადვილება და შემდგომი ადაპტაციის ხელშეწყობა. 

ამასთან, კუდრეთ ბულბულის განაცხადებით,  ის  მოხარულია, რომ   საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია და თავის მხრივ,  თურქული მხარე მზად  არის როგორც ფინანსურად, ისე მორალურად ხელი შეუწყოს მუსულმანი მესხების ღირესეულ დაბრუნებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics