|
2016-12-24 15:12:05, 1520 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: მოგვეცა შესაძლებლობა, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც ყოველი არჩევნების შემდეგ კრიტიკის საგანი არ გახდება
საკონსტიტუციო კომისიის მდივნის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კომისიის ამოცანაა, გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ შეიქმნას კონსტიტუცია, რომელიც კრიტიკის საგანი არ გახდება. როგორც ჩუგოშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ შექმნილი კონსტიტუცია, ქვეყნის განვითარებისთვის ძირითადი გზამკვლევი იყოს. „მე მქონდა გამოცდილება წინა კომისიაში მუშაობის. თუმცა ეს საკმაოდ მძიმე გამოცდილება იყო, რომელიც სამწუხაროდ საუკეთესო შედეგით არ დასრულებულა, მაგრამ მჯერა, რომ ამ კომისიის შედეგები იქნება ბევრად უკეთესი. უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომელიც მოგვეცა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც დროს გაუძლებს და ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელახლა დისკუსიის და კრიტიკის საგანი არ გახდება, არამედ რომელზეც საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება შეთანხმებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა გვექნება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ასეთი ტიპის კონსტიტუცია იყოს მიღებული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. მისივე ინფორმაციით, კომისია იქნება მაქსიმალურად ღია, რთა ყველა მსურველმა შეძლოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების იდეები წარადგინოს. „იმედი მაქვს, რომ ბევრი იდეა გაჟღერდება იმასთან დაკავშირებით, თ რა ცვლილებები უდნა შევიდეს კონსტიტუციაში, მიუხედევადა იმისა, რომ მე დამევალება საორგანიზაციო საკითხები, მაინც ვიქნები ჩართული იდეების მიწოდებაშიც. კონსტიტუციის ფორმატი იქნება ძალიან ღია და ყველა მსურველს შეეძლება იდეები წარადგინოს. მადლობა ვუხდი ყველა წევრს, რომელიც კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)