03:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 13:05:08, 688 ნახვა

ეკონომიკა
ჭირაქაძე: არ არის დრო იმისათვის, რომ ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებები, ან კანონები იყოს მიღებული

„დღეს არ არის დრო იმისათვის, რომ ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებები, ან კანონები იყოს მიღებული. ქვეყანაში არის დრო, რომ ჩვენ განვვითარდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბიზნესმა, პარლამენტმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეკონომიკა განვითარდეს.

„შრომის ინსპექცია არის ერთ-ერთი თემა. ვაცხადებდით და კვლავაც ვაცხადებთ, რომ დღეს არ არის დრო ბიზნესის საწინააღმდეგო კანონები, ან ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებები იყო მიღებული. ქვეყანაში არის დრო, რომ ჩვენ განვვითრდეთ. გასაგებია ბევრი რამ რატომ ხდება, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ განსაკუთრებით ამ სირთულეების დროს, ყველამ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბიზნესმა, პარლამენტმა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს და წლევანდელი წელი, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ზრდის თვალსაზრისით მაინცდამაინც სახარბიელო არ იქნება, უკეთესი გავხადოთ. ეს შეგვიძლით, თუ ერთობლივად ვიმუშავებთ. ვიღავაზე დაბრალება, გადაბრალება სწორი არ არის“, - განაცხადა ჭირაქაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics