09:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 12:32:23, 733 ნახვა

რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია ’’აირჩიე ჯანმრთელობა’’ გაიმართა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია სტუდენტებისთვის – ,,აირჩიე ჯანმრთელობა“ გაიმართა.

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო მოზარდთა ცნობიერების ამაღლება მავნე ჩვევების, მათგან გამოწვეული დაავადებების, თავის დაცვისა და აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები: “ნარკომანია სოციალური პრობლემა“ ,,HIV co-infection (HIV -ისკოინფექციები”) „Effect of Smoking on HIV patients (მწეველობის გავლენა HIV პაციენტებზე)“ ,,Drug Addiction (ნარკოტიკზე დამოკიდებულება)“ ,, ჰეპატიტი“ "ალკოჰოლის ზემოქმედება ადამიანზე" "აზარტული თამაშები და თავისუფალი დრო".

კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაციები წარმოადგინეს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის II - III კურსის სტუდენტებმა; კავკასიის ბიზნეს სკოლისა და კაპრეშუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები. კონფერენციის მხარდამჭერები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (BEDEC) პროგრამა „მომავლის თაობა“.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics