17:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 16:57:02, 975 ნახვა

კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის აღდგენაზე: ძალიან ბევრს წართმეული ქონება ჰქონდა და დაბრუნებას საჭიროებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა: „ქართულ ოცნებას აქვს რესურსი და გარწმუნებთ, რომ სამართლიანობის აღდგენის მხრივ ძალიან ბევრი დაისაჯა. მე მგონი ოქროს კვეთი აქ ვნახეთ...

ქონებრივს რაც შეეხება, აქ კითხვები კიდევ არის და გრძელდება. ძალიან ბევრს წართმეული ქონება ჰქონდა და დაბრუნებას საჭიროებს, კიდევ გასაგრძელებელია“.

„სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, დასჯას იმ ხალხისა, ვინც ძალადობდა საკუთარ საზოგადოებაზე, ნახეთ აბა - პრეზიდენტი დევნაშია, მთავარი პროკურორი დევნაშია და გაქცეულია, თავდაცვის მინისტრი ციხეშია, შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეშია, ქალაქის მერი ციხეშია და ძალიან ბერი კიდევ...

ამის გაკეთება და დემოკრატიულობის შენარჩუნება ძნელია - მსოფლიოში ქვეყანას ვერ ნახავთ, საოცრება გავაკეთეთ, საოცრება მოვახდინეთ... პირველი წელიწადი მე ყველაზე მეტ დროს ვხარჯავდი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ევროპისთვის განმარტებები რომ გამეკეთებინა, რას ვაკეთებდით. ყველა მიმართულებით ნახეთ რეიტინგები.

კითხვის ნიშნები აღარაა, ამერიკაში იციან, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა მოვიდა. მსგავსი დაპატიმრებებით მსოფლიოში ქვეყანას ვერ ნახავთ, სამართლიანობას რაც შეეხება.  ამდენი მაღალჩინოსანი დაპატიმრებულია და დევნაშია და დემოკრატიულობა მაინც დავასაბუთეთ და დავუმტკიცეთ ამერიკასაც და ევროპასაც, საოცრება მოხდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics