13:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 17:40:39, 588 ნახვა

სამართალი
ბორჯომში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი, კუსტარულად დამზადებული, პირველადი გადამუშვების სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კუსტარულად დამზადებული საამქროს დაშლა და გადატანა დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთშია შესაძლებელი, რაც მსგავსი ტიპის სახერხის გამოვლენას ართულებს.  ამავე საამქროს ტერიტორიაზე ასევე, გამოვლენილია უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ჯიშის პირველი ხარისხის მერქანი. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის იარაღები დაილუქა. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანს დადგენა, რის შემდეგაც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics