09:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 13:21:33, 711 ნახვა

სამხედრო
ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში ჯარისკაცი გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი, გუშინ საყარაულო განწესის გეგმიური შეცვლისას უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რიგით მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და  სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

„რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი, გუშინ საყარაულო განწესის გეგმიური შეცვლისას უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. რიგითი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ტვინში არატრამვული სისხლჩაქცევა გახდა. გარეგნული დათვალიერებით, სხეულს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. საქმე აღძრულია სსკ 116 მუხლის 1 ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი.

რიგითი მერაბ გიორგის ჭაჭიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიწვიეს და სავალდებულო სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შენახვის ბაზაზე გადიოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს“,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics