04:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 11:20:57, 1275 ნახვა

მსოფლიო
ლილიში ფეხბურთის 40-მდე გულშემატკივარი დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ ლილიში ფეხბურთის 40-მდე გულშემატკივარი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გუშინ ღამის განმავლობაში ადგილობრივ სამართალდამცველებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.

როგორც BBC წერს, ფრანგმა სამართალდამცველებმა გულშემატკივრების დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

წინასწარი ინფორმაციით, არეულობაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათი უმრავლესობა ინგლისელი იყო. ისინი რუსეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ რუსეთი სძულთ.

ცნობისთვის, ევრო-2016-ის დაწყებიდან საფრანგეთში გულშემატკივრებს შორის უკვე რამდენიმე შეტაკება მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics