23:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 18:10:10, 729 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონზე მონიტორინგს ამკაცრებს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონზე მონიტორინგს ამკაცრებს.

პირები,  რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებს თვითნებურად შეზღუდავენ 500 ლარით დაჯარიმდებიან.

ასევე, მონიტორინგი  გამკაცრდება ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებაზეც. მცირე საყოფაცხოვრებო  ნარჩენებზე საჯარიმო სანქცია წელსაც 80 ლარი იქნება.

სსიპ „ ბათუმის ბულვარის" ადმინისტრაცია მოსახლეობას და დამსვენებლებს  თხოვნით მიმართავს, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბულვარში დაიცვან დასუფთავების წესები.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ზაფხულის სეზონზე ბულვარის დანაგვიანებაზე მონიტორინგის სამსახურის მიერ 107 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics