03:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 14:12:20, 1051 ნახვა

მსოფლიო
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს

იაპონიის კუნძულ კიუსუზე, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს, - ამის შესახებ kyodo იუწყება.

7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მთელი ღამის განმავლობაში ბიძგები მოჰყვა. სეისმოლოგები ახალ მიწისქვეშა ბიძგებს არ გამორიცხავენ.

ღამის განმავლობაში სეისმოლოგებმა სულ 230 ბიძგი დააფიქსირეს.

მიწისძვრის შედეგად შენობები ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრების, ელექტროენერგიის გათიშვების და ხიდების ჩამონგრევის შესახებ იუწყება.

მსხვილი წყალსაცავების გარშემო მაცხოვრებლები დამბების ჩამონგრევის საშიშროების გამო ევაკუირებული არიან. ძლიერ მიწისძვრას ასევე მეწყერები მოჰყვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics