17:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 16:57:21, 1114 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ირანს საზენიტო-სარაკეტო სისტემის პირველი პარტია მიაწოდა

ირანმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-300-ის პირველი პარტია მიიღო, - ამის შესახებ BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. 

ცნობისთვის, S-300-ი საზენიტო სარაკეტო სისტემაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია რამდენიმე სამიზნის განადგურება, ასევე რაკეტების ჩამოგდება.

„ჩვენ ამ დრომდე განვაცხადეთ, რომ მიუხედავად მოწოდების დროის შეცვლისა, სისტემების ჩამოტანის პროცესი გრძელდება და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ აღჭურვილობის პირველი პარტია ირანში ჩამოვიდა, მორიგი პარტიის მოწოდება გაგრძელდება“, - განაცხადეს ირანის საგრეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში, რუსეთის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქცია მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს უფლება თეირანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიაწოდოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics