12:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 20:13:04, 1045 ნახვა

მსოფლიო
სალაჰ აბდესლამის საფრანგეთში ექსტრადიცია რამდენიმე კვირაში მოხდება

პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის საფრანგეთში ექსტრადიცია რამდენიმე კვირაში მოხდება, - ამის შესახებ France24 დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით იტყობინება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველები ტერორისტს 4 თვის განმავლობაში ეძებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ პარიზის ტერაქტში აბდესლამის ძმაც მონაწილეობდა, რომელმაც თავდასხმის დროს თავი აიფეთქა. 

სამართალდამცველების ინფორმაციით, აბდესლამის თითების ანაბეჭდები, ბრიუსელში სპეც-ოპერაციის შედეგად ბინაში ნაპოვნ იარაღზეც აღმოაჩინეს.

France24 ინფორმაციით, სალაჰ აბდესლამი სასამართლოს პროცესს ჯერ არ დასწრებია. ის კვლავ საფრანგეთში ექსტრადიციას ითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტს 130 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics