03:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-20 13:31:38, 2408 ნახვა

მსოფლიო
ირანი ადასტურებს რევოლუციური გვარდიის სპიკერის და ბასიჯის ძალების მეთაურის სიკვდილს

ირანი ადასტურებს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) პრესსპიკერის ალი მოჰამედ ნაინისა და ირანის გასამხედროებული დაჯგუფება ბასიჯის ძალების ერთ-ერთი მეთაურის ესმაილ აჰმადის სიკვდილს. 

Iran International წერს, რომ ალი მოჰამედ ნაინი პარასკევს დილით ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშებს ემსხვერპლა. 

მედია წერს, რომ ეს მოხდა "სულ რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც მოჰამედ ნაინმა განაცხადა, რომ მიმდინარე ომის მიუხედავად, რაკეტების წარმოება გაგრძელდა". 

რაც შეეხება ესმაილ აჰმადს - რევოლუციური გვარდიის კორპუსთან დაკავშირებულმა სააგენტო Tasin-მა დაწერა, რომ ის ბასიჯის ძალების "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი" იყო და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირად მიიჩნეოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics