19:45 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-07 11:44:45, 602 ნახვა

მსოფლიო
რესპუბლიკელებს შიში აქვთ რომ წარმომადგენლობით პალატაში და სენატში უმრავლესობას დაკარგავენ - Axios

რესპუბლიკელები შიშობენ, რომ ნოემბრის არჩევნებზე შესაძლოა დაკარგონ უმრავლესობა არა მხოლოდ წარმომადგენელთა პალატში, არამედ სენატშიც. - ამის შესახებ Axios წერს.

გამოცემის ცნობით, რესპუბლიკელები შეშფოთებული არიან  შიდა გამოკითხვების შედეგებით. პარტიის სტრატეგებმა პირველად აღიარეს, რომ სენატის დაკარგვა,  სადაც რესპუბლიკელებს ამჟამად ექვსი მანდატით მეტი აქვთ, რეალურ სცენარად იქცა. შესაბამისად, კონგრესის ზედა პალატაში კონტროლის შესანარჩუნებლად მათ გაცილებით რთული ბრძოლა მოუწევთ და ეს
ბრძოლა შეიძლება იმ შტატებშიც რთული იყოს, რომლებიც ტრადიციულად კონსერვატიულად ითვლებოდა, რის გამოც რესპუბლიკელებს დემოკრატებთან კონკურენციისთვის მნიშვნელოვნად მეტი ფინანსური რესურსის დახარჯვა მოუწევთ. თუმცა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რომელ კანდიდატებს წარადგენს დემოკრატიული პარტია.

რესპუბლიკური პარტიის წამყვანი სტრატეგები აღიარებენ, რომ იმიგრაცია და ეკონომიკა, ის თემები, რომლებმაც დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოუტანა, ახლა გარკვეულწილად ტვირთად იქცა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არჩევნების შედეგად დემოკრატებმა შესაძლოა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დაიბრუნონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics