19:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-17 14:14:02, 637 ნახვა

პოლიტიკა
CIA-ის დირექტორი ვენესუელაში დროებით პრეზიდენტს შეხვდა

16 იანვარს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ვენესუელაში ქვეყნის დროებით პრეზიდენტს, დელსი როდრიგესსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.

აშშ-ს ოფიციალური პირი Reuter-ს უყვება, რომ რეტკლიფი როდრიგესს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით შეხვდა, "რათა გადაეცა გზავნილი, რომ შეერთებულ შტატებს გაუმჯობესებული სამუშაო ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს".

წყაროს თქმით, მხარეებმა განიხილეს სადაზვერვო თანამშრომლობა, ეკონომიკური სტაბილურობა და აუცილებლობა, რომ ვენესუელა აღარ ყოფილიყო "ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი, განსაკუთრებით ნარკოტრეფიკერებისთვის“.

წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ რეტკლიფისა და როდრიგესის ორსაათიანი შეხვედრა აშშ-სა და ვენესუელას შორის ნდობის ჩამოყალიბებაზე იყო კონცენტრირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics