19:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 12:34:59, 1027 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში აქციაზე ნაციონალისტები და მუსლიმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბრიუსელში ბურსის მოედანზე ნაციონალისტებმა სოლიდარობის აქციის დაშლა სცადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ნიღბიანებმა იმ მანიფესტაციის შინაარსი გააპროტესტეს, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ უკვე 1 კვირაა ქალაქის ცენტრში იმართება.

რადიკალური ჯგუფის გაღიზიანებას, სწორედ ის ფაქტი იწვევს, რომ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა გლოვის ცერემონიალში მუსლიმებიც მონაწილეობენ.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ნაციონალისტები მოედანზე ანტიისლამური შეძახილებით მივიდნენ. მშვიდობიანმა მომიტინგეებმა მათ საპასუხოდ ნაცისტები უწოდეს. ვითარება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

რადიკალები სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა. ადგილზე ასევე სამხედრო ქვედანაყოფებია მობილიზებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics