19:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-29 11:12:02, 1728 ნახვა

მსოფლიო
დრონის ვარდნის შედეგად მოსკოვსი ორი ადამიანი დაიღუპა ბელგოროდში რამდენიმე დაიჭრა

მოსკოვის რეგიონში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ ვოსკრესენსკსა და კოლომნაში ღამით ოთხი დრონი ჩამოაგდეს.

მისი თქმით, ვოსკრესენსკში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი - 76 წლის ქალი და მისი 6 წლის შვილიშვილი - ემსხვერპლა.

ასევე დაზიანდა ვოსკრესენსკში რამდენიმე სახლის ფასადები და ფანჯრები, ხოლო ქუჩის განათება გაითიშა.

ვორობიოვმა დაწერა, რომ სხვა დაშავებულები არ არიან.

რეგიონული ხელისუფლების ცნობით, ბელგოროდის რეგიონში დრონით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თავდასხმა ვალუისკის რაიონის სოფელ კაზინკასთან მოხდა, დაწერა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა (https://t.me/vvgladkov/16311) თავის Telegram არხზე. მისი თქმით, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე, კაცი და ქალი, დაშავდა.

ქალს სახისა და ხელების არეში ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მამაკაცს კი თავის ღია ჭრილობა და ფეხებზე ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები. გუბერნატორის თქმით, ორივე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics