17:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 12:57:06, 1050 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელის აეროპორტში კიდევ რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, ბელგიის ხელისუფლებამ ტერაქტის ვერსია ოფიციალურად უკვე დაადასტურა.

ბრიუსელის აეროპორტის შემდეგ აფეთქებები მოხდა მეტროსადგურებშიც, ქვეყნის ხელისუფლებამ აეროპორტისა და ყველა მეტრო-სადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ჯერ-ჯერობით ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ მხოლოდ აეროპორტიდან ვრცელდება. ამ დროისათვის მეტროს აფეთქების შესახებ ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სადგურები ევროპულ უბნებში მდებარეობდა, ერთ-ერთი მათგანი ევროპული ორგანიზაციების მთავარ ოფისებთანაა ახლოს, მათ შორის ევროკავშირის.

ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics