2025-07-25 01:59:46, 2617 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ პარიზი მზადაა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს. რესპუბლიკის მეთაური ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ სესიაზე გააკეთებს.
მაკრონის თქმით, დამოუკიდებელი პალესტინა შეძლებს „წვლილის შეტანას ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ - მაგრამ მხოლოდ დემილიტარიზაციისა და პალესტინელების მიერ ისრაელის სრული და უპირობო აღიარების პირობით.
მაკრონმა შესაბამისი წერილი პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს გაუგზავნა.
პალესტინა ამჟამად სახელმწიფოდ გაეროს 193 ქვეყნიდან 147-მა აღიარა. ბოლო ქვეყნები, რომლებმაც ეს გააკეთეს, ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ, იყვნენ ირლანდია, ესპანეთი და ნორვეგია.
პალესტინის სახელმწიფოს არ აღიარების მსურველებს შორის არიან შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ისრაელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,