11:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 17:59:57, 846 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ 11 პირის საქმეზე პირველ ივლისს ჩანიშნული პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა

მოსამართლე ნინო გალუსტასშვილმა, ბრალდებულ ირაკლი ქერაშვილის შუამდგომლობა 1-ელი ივლისის პროცესის გადადებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა, მოსამართელს განუცხადა, რომ 1-ელ ივლისს ბრალდებული ონისე ცხადაძის მამის დაკრძლვაა და სოლიდარობის ნიშნად სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებენ, მაგრამ, რადგან სხდომებში მონაწილეობის მიღება სურთ, პროცესის გადადებას ითხოვენ.

"მოგეხსენებათ, 1 ივლისს ონისე ცხადაძის მამის დაკრძალვაა და სოლიდარობის ნიშნად, არ ვაპირებთ სხდომაზე გამოცხადებას. ვინაიდან, სხდომებში მონაწილეობა გვინდა, გთხოვთ, რომ გადადოთ ხვალინდელი პროცესი“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ირაკლი ქერაშვილმა.

აღნიშნულს პროკურორებიც დაეთანხმნენ და მოსამართლემ პროცესი 4 ივლისს გადადო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მხარეებმა 4 მოწმე პოლიციელი გამომითხეს და წერილობითი მასალები გამოიკვლიეს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics