20:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-26 14:48:04, 1139 ნახვა

რეგიონი
როლანდ ბერიძემ საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს N01-06/01 მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებს, მერიისა და მედიის წარმომადგენლებს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, მერმა დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის პროგრამების, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის, შესყიდვების შესახებ.

„ასევე, ისაუბრა გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დღეის მდგომარეობით ბუნებრივი აირით 185-მდე ოჯახია უზრუნველყოფილი; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო 767 ერთეული გარეგანათების ბოძი და დაეგო 1 259 კბმ რკინა-ბეტონის საფარი; დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩა N 13 და 15 ში მდებარე ტერიტორიაზე, დასრულდა ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი პარკის მშენებლობა; აშენდა ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი გზა; აშენდა ხანდაზმულთა კლუბი; აშენდა ახალი სასწრაფოს შენობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 მინი სპორტულ მოედანს.

პრეზენტაციის დასასრულს მერმა საკრებულოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics