22:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 13:11:35, 981 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონი ლარით განისაზღვრა

2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, გაიზარდა როგორც სამინისტროების ბიუჯეტი და შესაბამისად ის მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა. ტრანსფერი 35, 8 მილიონი ლარით გაიზარდა და 241 მლნ ლარს შეადგენს.

"ჩვენ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ აჭარის 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონი ლარით განისაზღვრა. პირველად ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს. ეს მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ აჭარის თითოეულ მაცხოვრებელზე და განვახორციელოთ ის მიზნობრივი პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. ვთვლი, რომ სწორ გზას და სწორ კურსს ვავითარებთ, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას თანაბრად ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც საჭიროებს დახმარებას, მხარდაჭერას, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და კიდევ უფრო მეტი სოციალური პროექტი განვახორციელოთ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ,

მისივე, დაიწყება „ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის მშენებლობა, რისთვისაც 17 000 000 ლარია გათვალისწინებული. განხორციელდება გოდერძის და გომარდულის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობა. ჭვანას და მაჭახელას „ეთნოსოფელის" განვითარების პროექტისთვის 5 მლნ ლარია გათვალისწინებული, ხოლო, 35, 8 მლნ ლარი გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics