09:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 12:12:58, 753 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა იესპერ მოლერს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა  გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობის მნიშვნელობას განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო პროგრამები განიხილეს.

აჭარაში "UNICEF"-ის  არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. თანამშრომლობა, მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics