11:05 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 14:11:47, 912 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იაპონიის ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მხარეებმა დაადასტურეს პოზიციები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ და გაცვალეს მოსაზრებები კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.

"შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ინვესტიციების მოზიდვის, ტურიზმის, ბიზნესურთიერთობების განვითარების კუთხით", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics