23:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 20:11:44, 1604 ნახვა

სხვადასხვა
კიევში სურთ ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის, როგორც უკრაინის ნამდვილი მეგობრის სახელი დაერქვას

კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა პეტიცია, რომელიც რუსი მწერლის მიკოლა ლესკოვის სახელობის ქუჩის სახელის ჩანაცვლებას, გამოჩენილი ქართველი მსახიობის, მომღერლისა და უკრაინის მეგობრის ვახტანგ კიკაბიძის სახელით მოითხოვს.

პეტიციის ავტორის თქმით, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე უკრაინის ნამდვილი მეგობარია, რომელიც უკრაინას მხარს 2014 წლის შემდეგ უჭერს.

"ვახტანგ კიკაბიძე ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარია, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ ომში, მსახიობმა უარი თქვა რუსეთის მეგობრობის ორდენზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო. მას შემდეგ ის რუსეთში არ ყოფილა. 

ის უკრაინას მხარს უჭერს  2014 წლის შემდეგ რუსეთთან დაპირისპირებაში. 2019 წელს მან წარმოადგინა სპექტაკლი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში ( ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბიჟნე) რუსი ბოევიკებისგან განთავისუფლების 5 წლისთავის საპატივცემულოდ. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში მასობრივი შეჭრის შემდეგ“, - აღნიშნავს პეტიციის ავტორი.

შეგახსენებთ, ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. 

ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics