13:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 12:00:43, 401 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შეხვდა. 

შეხვედრა ალიანის შტაბ-ბინაში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კოლეგებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და გამოხატა მზადყოფნა აქტიურად გააგრძელოს ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა. აღინიშნა პრეზიდენტ ობამას ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის დაგეგმილი დახმარების მნიშვნელობა.

განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოება და არსებული გამოწვევები იყო. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც. თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მიერ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილი.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics