01:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 17:01:26, 458 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ უმცირესობის წევრს აკაკი ბობოხიძეს 2014 წლის დეკემბერში პარლამენტში  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
„უნდა მიხვდე, რომ გამოხვიდე და საზოგადოებას ბოდიში მოუხადო.  თუმცა ბობოხიძის პოზიცია ეს არის „ რასაც მინდა იმას გავაკეთებ““, – აღნიშნა საგანელიძემ.
ბობოხიძემ კი  ამის საპასუხოდ განაცხადა : „ „კეთილი ინებეთ და ყველა უცენზურო სიტყვა გავაკონტროლოთ. მე უზარმაზარი შეცდომა დავუშვი და პირველ რიგში შეურაცხყოფა საზოგადოებას მივაყენე. თუმცა, მივმართავ დავით საგანელიძეს, ბოდიშების მოხდა მითითებებით არ ხდება. შეგინებაზე შეგინებით გამოსავალი არ არის, რადგან ერთი შეგინება არ მოვითმინე, ჩემს შეგინებას 100 შეგინება მოჰყვა, ბოლოს რა ხეირი?!“.   
აკაკი  ბობოხიძეს ბოდიშის მოხდა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმაც მოსთხოვა. თუმცა, მან  ბოდიში არ მოიხადა, რაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების  მიზეზი გახდა.
დაპირისპირების განსამუხტად, პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა.
ცნობისთვის, 2014 წლის დეკემბერში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვოტების გადანაწილების საკითხის განხილვისას, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ჩხუბის მიზეზი საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადება გახდა. მან მთავრობა რუსეთისკენ სვლაში დაადანაშაულა და სიტყვა გინებით დაასრულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics