03:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 11:33:22, 1143 ნახვა

სხვადასხვა
ომის დაწყებიდან კიევში 154 მაღლივი შენობა დაზიანდა

კიევში, მტრის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, 154 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ტელეგრამის არხი იტყობინება.

„კიევში, მტრის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, დაზიანებულია 154 საცხოვრებელი კორპუსი, 20 კერძო საკუთრება, 27 საბავშვო ბაღი და 44 სკოლა“, - ნათქვამია ანგარიშში.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ დასძინა, რომ ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს დედაქალაქში, რათა შეაფასოს ზარალი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო საკუთრებაზე. მასში შედიან მშენებლები, ინსტიტუტების წარმომადგენლები და ეკონომისტები. „სწორედ ისინი მიაწვდიან ქალაქს წინადადებებს სამუშაო გეგმაზე და ზარალის აღდგენის სავარაუდო ღირებულებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
კიევის საქალაქო ადმინისტრაცია მოუწოდებს კიევის მოსახლეობას გადაიხადონ ელექტროენერგია, რადგან მასზეა დამოკიდებული დედაქალაქის ენერგეტიკოსების მუშაობა, რომლებიც ომის დროს ელექტროენერგიას უზრუნველყოფენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics