17:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 17:19:18, 743 ნახვა

კომენტარი
გიორგი კაკაურიძე გიორგი ვაშაძეს: სამივე სცენარი წარმოდგენილია თქვენ წინაშე - ოპტიმისტურიც, პესიმისტურიც და საბაზისოც

გეთანხმებით, ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა პროგნოზების კეთებაა, სწორედ ამიტომ, სამივე სცენარი წარმოდგენილია თქვენ წინაშე - ოპტიმისტურიც, პესიმისტურიც და საბაზისო სცენარიც - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი რისკი - პანდემია გათვალისწინებულია ყველა სცენარში, მათ შორის, პესიმისტურ სცენარში.

„ეს რისკი, რა თქმა უნდა, არსად გამქრალა და არსებობს. ამ შემთხვევაში, პესიმისტურ სცენარში, გათვალისწინებულია 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდა - შედარებით ნაკლები, ვიდრე საბაზისო სცენარში. თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ ყველამ ერთად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჭირო არ გახდეს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ვინაიდან ეს მხოლოდ წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაზე არ იქონიებს გავლენას. 2022 წელსაც შეამცირებს იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს, რაც გვაქვს. რაც შეეხება ვაქცინაციას - ამჟამად, დღეში შესაძლებელია 20 ათასი ვაქცინის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, კეთდება 6 ათასი. ეს სეროზული პრობლემაა. გამოდის, რომ დღეს რა საშუალებაც გვაქვს, იმის მესამედსაც არ ვიყენებთ, რაც ქმნის ძალიან დიდ რისკებს, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის, როგორც მოქალაქის ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა, ვისაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში. ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიფიქროთ არა დაკეტვაზე, არამედ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics