12:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-29 11:16:27, 1221 ნახვა

სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა მე-10 გამოშვებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს კადეტთა მეათე ნაკადმა დაასრულა. ლიცეუმის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება ქუთაისში, სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. კურსდამთავრებულებს ლიცეუმის წარმატებით დამთავრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საქმეში ლიცეუმის როლი აღნიშნეს.

წელს ლიცეუმი  87-მა კადეტმა დაასრულა, მათგან 20% ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. კურსდამთავრებულთა შორის არიან საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის პირველი ადგილის მფლობელები.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და ფიზიკური მომზადების მქონე კადეტები სამკერდე ნიშნებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. დაწყებითი სამხედრო მომზადების სერტიფიკატები გადაეცა ყველა კურსდამთავრებულს. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა კი, სამსახურებრივი საშტატო იარაღი და უწყებრივი მედლები მიიღეს.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წელს ჩამოყალიბდა, სადაც ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად კადეტები სამხედრო მომზადებას სწავლობენ. ლიცეუმის ხელს უწყობს მომავალ თაობას, რომ ჩამოყალიბდეს თავდაჯერებულ ლიდერად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ღირსეულ მოქალაქედ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics