12:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 16:13:35, 1181 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ხომალდებმა სირია კასპიის ზღვიდან დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ხომალდებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, გემებმა ტერორისტულ ორგანიზაციის ობიექტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან დაბომბეს.

პუტინის განცხადებით, სულ 26 რაკეტა იქნა გაშვებული, რომელმაც 11 სამიზნე გაანადგურა.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ გავუშვით რაკეტები კასპიის ზღვიდან და გავანადგურეთ 1500 კილომეტრში მდებარე სამიზნეები, მეტყველებს ჩვენი თავდაცვითი–სამრეწველო კომპლექსის კარგ მუშაობასა და პირადი შემადგენლობის  გაწვრთნის მაღალ დონეზე“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციას 30 სექტემბრიდან ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics